Category Archives: მიმდინარე

„ინფორმაციისთვის საზღვრები არ არსებობს“

პროექტის სახელწოდება: „ინფორმაციისთვის საზღვრები არ არსებობს“

დონორი: IREX

პროექტის ხანგრძლივობა:  I ეტაპი  1.09.2015-31.08.2016

II ეტაპი  1.09.2016 -31.07.2017
პროექტის მიზანი:
ნდობის გაღრმავება ქართველებსა და აფხაზებს შორის.
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები:
რადიო „ათინათი“- ს ეთერში გადის კვირაში სამი გადაცემა საერთო სათაურით: „შეხების წერტილები“(ტოჩკი საპრიკასნავენია)

ყოველ ორშაბათს ეთერში გადის „პრესის მიმოხილვა“ (ქართულ და აფხაზურ მედიაში გამოქვეყნებული კვირის აქტუალური თემები წყაროების მითითებით), ოთხშაბათობით “ქართული და აფხაზური კულტურა და ტრადიციები”, ხოლო პარასკევს ინტერაქტიული  გადაცემა  ქართულ და აფხაზურ თემატიკაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავიას ის, რომ აღნიშნული გადაცემისთვის  აფხაზი პარტნიორები (სოხუმის რადიო “სომა”) წინასწარ შეთანხმებულ თემაზე აკეთებენ და გვიგზავნიან აუდიო რეპორტაჟებს და მულტიმედია მასალას (ფოტორეპორტაჟები მიმდინარე მოვლენებზე აფხაზეთში).

“საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით”

დონორი: ევროკავშირი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი, 2015 – 30 სექტემბერი, 2016

პრექტის მიზანი: პროექტის მთავარი ამოცანაა საქართველოში იძულებით გადაადგილებული  და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის გზით.

კონკრეტულად კი, პროექტი მიზნად ისახავს სამეგრელოსა და შიდა ქართლში დევნილი და ადგილობრვი მოსახლეობის გრძელვადიანი საარსებო წყაროს შესაძლებლობების მხარდაჭერას  პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის გზით; ასევე სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშემწყობი მიდგომების შემუშავებას ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით

განმხორციელებელი ორგანიზაციები (ორგანიზაციათა კონსორციუმი):

აპლიკანტი/ლიდერი ორგანიზაცია:

        მოძრაობა შიმშილის  წინააღმდეგ(ACF Spain)

პარტნიორები:

  • ასოციაცია “ათინათი”
  • სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)
  • განათლება დემოკრატიისათვის (EfD)
  • საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი/სამართლებლივი დახმარება საქართველო (SPF/LAG)
  • World Vision Georgia (ქვეგრანტიორი)

 

პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები:

  1. ბიზნეს-ტრენინგები;
  2. სამუშაოს მაძიებელთა ტრენინგები
  3. ტრენინგის წამრატებული მონაწილეების მხარდაჭერა მათთვის მცირე ბიზნეს-გრანტების გაცემის ან ხელსაწყოების შეძენის გზით;
  4. სათემო ინიციატივების მხარდაჭერა (მცირე გრანტების სახით)
  5. სტაჟირება
  6. „შრომის ბაზარი“ (დამსაქმებლების მიერ არსებული ვაკანსიების გამოფენა, სადაც მოწვეული იქნებიან სამუშაოს მაძიებლები)
  7. პროექტის შესახებ ფილმის გადაღება
  8. დასაქმების პროგრამა ესპანური მოდელი მიხედვით

„სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენცია და რედუქცია“

დონორი: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი (UNHCR)

პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე (იანვარი 1, 2016 – დეკემბერი 31, 2016)

პროექტის მიზანი: ძალადობის პრევენციისა და შემცირების ხელშეწყობა და ძალადობის მსხვრეპლთა დახმარება

პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები:

  1. კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლთათვის, სადაც მათ გაეწევათ უფასო ფსიქოლოგიური, იურიდიული და სამედიცინო კონსულტაციები;
  2. საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ძალადობის საკითხებზე დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში;
  3. ფსიქოლოგიური კონსულტაციები;
  4. სოციალური რეკლამები;
  5. ტრენინგები მამაკაცებისათვის მეთოდოლოგიის „მამაკაცური საუბრების“ გამოყენებით;
  6. შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან (ფსიქოლოგი, ექიმი, მოძღვარი და იურისტი) ადრეული ქორწინების თემაზე X-XII კლასის მოსწავლეებისათვის;

7. საკოორდინაციო შეხვედრები ძალადობის თემაზე.

‘ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა’

‘ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა’ არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).

პროექტი მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს ეროვნული ინტეგრაციის გასაძლიერებლად საქართველოში. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრების ფუნქციონირებას; არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვის მიმართულებებით; სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო, გაცვლითი და სხვა პროგრამების განხორციელებას; საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ეროვნული დისკუსიის წახალისების მიზნით რეგიონალური და ნაციონალური მედია რესურსების გამოყენებას.

 

პროგრამა გრძელდება: 2020 წლის ივნისის ჩათვლით.

პროგრამის ახალგაზრდული კომპონენტი

პირდაპირი ბენეფიციარების ასაკობრივი ჯგუფი: 18-25 წელი (შესაძლებელია უფრო პატარა ასაკის ახალგაზრდების ჩართვა არაპირდაპირ ბენეფიციარებად).

ახალგაზრდული კომპონენტი მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის:

  • ახალგაზრდული ცენტრების მუშაობის განახლებას
  • მიკრო-გრანტების გაცემას ახალგაზრდებზე
  • ადგილობრივ სამოქალაქო აქტივიზმს ახალგაზრდების მიერ
  • ადვოკატირებას და ადგილობრივი საჭიროებების მოგვარებას
  • ყოველწლიურ შეხვედრას/კონფერენციას
  • რეგიონალურ გაცვლით პროგრამებს
  • შტაჟირების შესაძლებლობებს
  • საორიენტაციო ტრენინგებს დასაქმებისთვის
  • თანამშრომლობას კერძო სექტორთან და აკადემიასთან
  • ტრენინგებს, სემინარებს
  • სიმულაციურ თამაშებს

ახალგაზრდულ კამპანიებს.

ზომების გატარება იძულებით გადაადგილებულ პირთა თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის“

ასოციაცია ათინათი 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს პროექტს ზომების გატარება იძულებით გადაადგილებულ პირთა თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის   მუნიციპალური განვითარების ფონდისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ორგანიზაცია GOPA Consultants.

პროექტის ხანგრძივობაა 8 თვე და იგი მიზნად ისახავს დევნილების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას

პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ გერმანული ბანკის მირე აშენებული ან რეაბილიტირებული დევნილთა განსახლების შემდეგი ობიექტები:

  • ზუგდიდის დევნილთა დასახლება (ლაღიძის ქ. # 4)
  • ფოთის დევნილთა დასხლება (მშვიდობის ქ.#12)
  • ქუთაისის დევნილთა დასახლება (ჭავჭავაძის ქ.#58)
  • წყალტუბოს დევნილთა დასახლება (9 აპრილის ქუჩა)

ოთხივე ლოკაციაში 2015 წლის ოქტომბერი დარეგიშისტრირდა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია:  კავშირი ,,ერთსულოვნება“ (ზუგდიდში), კავშირი ,,სხივი 2015“ (ფოთში) და ,,თანადგომა მომავალი წარმატებისთვის“ (წყალტუბოში), ხოლო 2015 წლის 13 ოქტომბერს დარეგისტრირდა ,,ინტერ ჯგუფი“ (ქუთაისში).

ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ზუგდიდში, ფოთში და ქუთაისში აუშენდათ ოფისები და გადაეცათ შესაბამისი ავეჯი და კომპიუტერული ტექნიკა. მათთვის შეძენილ იქნა საკანცელარიო და საოფისე ნივთები.

ოთხივე ორგანიზაციაში ჯამში დასაქმებულია 24 დევნილი, სხვადასხვა პოზიციაზე. მათ სისტემატიურად უტარდებათ  ტრენინგები სხვადასხვა თემაზე. ასევე მიმდინარეობს მათი გადამზადება საჭიროებების მიხედვით შესაბამის კოლეჯებში და ორგანიზაციებში. ორგანიზაციები გეგმავენ და ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა სახის საჭიროებებს საკუთარ თემში, ატარებენ აქციებს, თანამშრომლობენ დასახლებაში მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან.

ქალების გაძლიერება დევნილი თემისადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციაში მათი ჩართულობის მხარდასაჭერად

დონორი: კანადის მთავრობა

პროექტის ხანგრძლივობა: 2 დეკემბერი, 2015 – 26 თებერვალი, 2016

პრექტის მიზანი: დევნილი თემის ადგილობრი მოსახლეობაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ქალები გაძლიერებისა და მათი აქტიური ჩართუობის გზით.

პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები:

  1. ტრენინგები დევნილი და ადგილობრივი ქალებისათვის;
  2. დებატ-კლუბის „ჩვენ – ქალები და მამაკაცები“ შეხვედრები
  3. ქალთა სამოქალაქო ფორუმი
  4. სათემო ინიციატივების მხარდაჭერა (მცირე გრანტების სახით)
  5. ადვოკატირება