„ინფორმაციისთვის საზღვრები არ არსებობს“

პროექტის სახელწოდება: „ინფორმაციისთვის საზღვრები არ არსებობს“

დონორი: IREX

პროექტის ხანგრძლივობა:  I ეტაპი  1.09.2015-31.08.2016

II ეტაპი  1.09.2016 -31.07.2017
პროექტის მიზანი:
ნდობის გაღრმავება ქართველებსა და აფხაზებს შორის.
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები:
რადიო „ათინათი“- ს ეთერში გადის კვირაში სამი გადაცემა საერთო სათაურით: „შეხების წერტილები“(ტოჩკი საპრიკასნავენია)

ყოველ ორშაბათს ეთერში გადის „პრესის მიმოხილვა“ (ქართულ და აფხაზურ მედიაში გამოქვეყნებული კვირის აქტუალური თემები წყაროების მითითებით), ოთხშაბათობით “ქართული და აფხაზური კულტურა და ტრადიციები”, ხოლო პარასკევს ინტერაქტიული  გადაცემა  ქართულ და აფხაზურ თემატიკაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავიას ის, რომ აღნიშნული გადაცემისთვის  აფხაზი პარტნიორები (სოხუმის რადიო “სომა”) წინასწარ შეთანხმებულ თემაზე აკეთებენ და გვიგზავნიან აუდიო რეპორტაჟებს და მულტიმედია მასალას (ფოტორეპორტაჟები მიმდინარე მოვლენებზე აფხაზეთში).