ზომების გატარება იძულებით გადაადგილებულ პირთა თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის“

ასოციაცია ათინათი 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს პროექტს ზომების გატარება იძულებით გადაადგილებულ პირთა თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის   მუნიციპალური განვითარების ფონდისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ორგანიზაცია GOPA Consultants.

პროექტის ხანგრძივობაა 8 თვე და იგი მიზნად ისახავს დევნილების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას

პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ გერმანული ბანკის მირე აშენებული ან რეაბილიტირებული დევნილთა განსახლების შემდეგი ობიექტები:

  • ზუგდიდის დევნილთა დასახლება (ლაღიძის ქ. # 4)
  • ფოთის დევნილთა დასხლება (მშვიდობის ქ.#12)
  • ქუთაისის დევნილთა დასახლება (ჭავჭავაძის ქ.#58)
  • წყალტუბოს დევნილთა დასახლება (9 აპრილის ქუჩა)

ოთხივე ლოკაციაში 2015 წლის ოქტომბერი დარეგიშისტრირდა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია:  კავშირი ,,ერთსულოვნება“ (ზუგდიდში), კავშირი ,,სხივი 2015“ (ფოთში) და ,,თანადგომა მომავალი წარმატებისთვის“ (წყალტუბოში), ხოლო 2015 წლის 13 ოქტომბერს დარეგისტრირდა ,,ინტერ ჯგუფი“ (ქუთაისში).

ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ზუგდიდში, ფოთში და ქუთაისში აუშენდათ ოფისები და გადაეცათ შესაბამისი ავეჯი და კომპიუტერული ტექნიკა. მათთვის შეძენილ იქნა საკანცელარიო და საოფისე ნივთები.

ოთხივე ორგანიზაციაში ჯამში დასაქმებულია 24 დევნილი, სხვადასხვა პოზიციაზე. მათ სისტემატიურად უტარდებათ  ტრენინგები სხვადასხვა თემაზე. ასევე მიმდინარეობს მათი გადამზადება საჭიროებების მიხედვით შესაბამის კოლეჯებში და ორგანიზაციებში. ორგანიზაციები გეგმავენ და ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა სახის საჭიროებებს საკუთარ თემში, ატარებენ აქციებს, თანამშრომლობენ დასახლებაში მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან.