‘ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა’

‘ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა’ არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).

პროექტი მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს ეროვნული ინტეგრაციის გასაძლიერებლად საქართველოში. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრების ფუნქციონირებას; არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვის მიმართულებებით; სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო, გაცვლითი და სხვა პროგრამების განხორციელებას; საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ეროვნული დისკუსიის წახალისების მიზნით რეგიონალური და ნაციონალური მედია რესურსების გამოყენებას.

 

პროგრამა გრძელდება: 2020 წლის ივნისის ჩათვლით.

პროგრამის ახალგაზრდული კომპონენტი

პირდაპირი ბენეფიციარების ასაკობრივი ჯგუფი: 18-25 წელი (შესაძლებელია უფრო პატარა ასაკის ახალგაზრდების ჩართვა არაპირდაპირ ბენეფიციარებად).

ახალგაზრდული კომპონენტი მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის:

  • ახალგაზრდული ცენტრების მუშაობის განახლებას
  • მიკრო-გრანტების გაცემას ახალგაზრდებზე
  • ადგილობრივ სამოქალაქო აქტივიზმს ახალგაზრდების მიერ
  • ადვოკატირებას და ადგილობრივი საჭიროებების მოგვარებას
  • ყოველწლიურ შეხვედრას/კონფერენციას
  • რეგიონალურ გაცვლით პროგრამებს
  • შტაჟირების შესაძლებლობებს
  • საორიენტაციო ტრენინგებს დასაქმებისთვის
  • თანამშრომლობას კერძო სექტორთან და აკადემიასთან
  • ტრენინგებს, სემინარებს
  • სიმულაციურ თამაშებს

ახალგაზრდულ კამპანიებს.