“საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით”

დონორი: ევროკავშირი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი, 2015 – 30 სექტემბერი, 2016

პრექტის მიზანი: პროექტის მთავარი ამოცანაა საქართველოში იძულებით გადაადგილებული  და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის გზით.

კონკრეტულად კი, პროექტი მიზნად ისახავს სამეგრელოსა და შიდა ქართლში დევნილი და ადგილობრვი მოსახლეობის გრძელვადიანი საარსებო წყაროს შესაძლებლობების მხარდაჭერას  პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის გზით; ასევე სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშემწყობი მიდგომების შემუშავებას ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით

განმხორციელებელი ორგანიზაციები (ორგანიზაციათა კონსორციუმი):

აპლიკანტი/ლიდერი ორგანიზაცია:

        მოძრაობა შიმშილის  წინააღმდეგ(ACF Spain)

პარტნიორები:

  • ასოციაცია “ათინათი”
  • სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)
  • განათლება დემოკრატიისათვის (EfD)
  • საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი/სამართლებლივი დახმარება საქართველო (SPF/LAG)
  • World Vision Georgia (ქვეგრანტიორი)

 

პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები:

  1. ბიზნეს-ტრენინგები;
  2. სამუშაოს მაძიებელთა ტრენინგები
  3. ტრენინგის წამრატებული მონაწილეების მხარდაჭერა მათთვის მცირე ბიზნეს-გრანტების გაცემის ან ხელსაწყოების შეძენის გზით;
  4. სათემო ინიციატივების მხარდაჭერა (მცირე გრანტების სახით)
  5. სტაჟირება
  6. „შრომის ბაზარი“ (დამსაქმებლების მიერ არსებული ვაკანსიების გამოფენა, სადაც მოწვეული იქნებიან სამუშაოს მაძიებლები)
  7. პროექტის შესახებ ფილმის გადაღება
  8. დასაქმების პროგრამა ესპანური მოდელი მიხედვით