ტრენინგები სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართულ პირთათვის

  

გაიმართა ექვსი შეხვედრა, რომელსაც  მარტვილის #2 საბავშო ბაღისა და ა.(ა.)ი.პ.-"მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ თანამშრომლები ესწრებოდნენ. 
•    სკოლამდელ განათლებაში არსებული სტანდარტები და მიდგომები;
•    პროექტისა და სამომავლო ტრენინგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
•    ოჯახში ძალადობის და ბავშვზე ძალადობის პრევენცია;
•    სოციალურ-ემოციური უნარები;
•    სტრესის მართვა და
•    ქოუჩინგი ადრეულ განათლებაში;
პროექტს ახორციელებს ასოციაცია “ათინათი“  სლოვაკურ ორგანიზაცია  „ბავშვთა ფსიქოლოგიის და პათოფსიქოლოგიის კვლევითი ინსტიტუტთან“ პარტნიორობით და  SlovakAid – სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების დახმარების პროგრამის (Official Development Assistance of the Slovak Republic) ფინანსური დახმარებითა  და საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით.