ფსიქოლოგიური სემინარები და კონსულტაციები სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალისა და აღსაზრდელების მშობლებისთვის

  

პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალისა და აღსაზრდელების მშობლებისთვის მარტვილის #2, ინჩხურის, ნაგვაზაოს, ნახაებაოსა და სერგიეთისა საბავშვო ბაღებში, რომელსაც ათინათის ფსიქოლოგი უძღვებოდა. 
შეხვედრების მიმდინარეობისას განიხილულ იქნა ბავშვის (0-დან 6-წლამდე) განვითარების ეტაპები. მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც პრაქტიკულ სავარჯიშოებში, ასევე თეორიულ სადისკუსიო ნაწილში.
პროექტს ახორციელებს ასოციაცია “ათინათი“  სლოვაკურ ორგანიზაცია  „ბავშვთა ფსიქოლოგიის და პათოფსიქოლოგიის კვლევითი ინსტიტუტთან“ პარტნიორობით და  SlovakAid – სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების დახმარების პროგრამის (Official Development Assistance of the Slovak Republic) ფინანსური დახმარებითა  და საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით.