,,ათინათის“ ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა მასწავლებლებს, ადრეული განვითარების სპეციალისტებს და ქცევით თერაპევტებს მიეცა სესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ტრენინგში, რომელსაც სლოვაკური ორგანიზაცია „ბავშვთა ფსიქოლოგიის და პათოფსიქოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის“ ტრენერები უძღვებოდნენ.
ტრენინგების კურსი მოიცავდა შემდეგი მიმართულებს თემებს:
1. ინტეგრაციიდან ინკლუზიამდე;
2. განათლების ინკლუზიური მოდელი;
3. საოჯახო და სასკოლო გარემო;
4. განათლებაში ბარიერების გამოვლენა და მოხსნა;
5. პრაქტიკული აქტივობები – ინკლუზიური ყოველდღიური რუტინა საბავშვო ბაღში;
6. პედაგოგიური დიაგნოსტიკა – ეტაპობრივად;
7. ბავშვების სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროებების დაკვირვება, მონიტორინგი და იდენტიფიცირება;
8. როგორ მოვარგოთ სასწავლო გეგმა ბავშვების მრავალფეროვანი ჯგუფისთვის;
9. საჭიროებების ანალიზის შემდეგ დაემატება პრეზენტაციის კონკრეტული საგანი;
ტრენინგებს 22 მონაწილე ესწრებოდა.
პროექტს ახორციელებს ასოციაცია “ათინათი“ სლოვაკურ ორგანიზაცია „ბავშვთა ფსიქოლოგიის და პათოფსიქოლოგიის კვლევითი ინსტიტუტთან“ პარტნიორობით და SlovakAid – სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების დახმარების პროგრამის (Official Development Assistance of the Slovak Republic) ფინანსური დახმარებითა და საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით.