პროექტი:
USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.
პროგრამა ხორციელდება: ამერიკული ორგანიზაცია PH International- მიერ. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამას ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“.
პროექტის მიმდინარეობა: 2022 - 2027 წწ.
პროექტის მიზანი:
მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა
პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.
პროგრამის კომპონენტები:
- მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერება სკოლებში
- კერძო სექტორის ჩართულობა სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის
- ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული ჩართულობის პროცესში
- სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი
- მასწავლებელთა კომპეტენციის გაზრდის ხელშეწყობა
- სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
- მოსწავლეთა დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერება
- დამხმარე რესურსების შექმნა
- პოლიტიკის ადვოკატირება
- კონფერენცია - დემოკრატიული სკოლა
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში
- ონლაინ კურსები
- მოსწავლეთა თვითმმართველობის ქსელი
- გამოცდილების გაზიარება
ჯეოლაბი
- ვებპორტალი
- ონლაინ კურსები
- ციფრული პროექტები
- ჰაკათონები
- საზაფხულო სკოლები
რეზონანსი, აშშ
- კერძო სექტორის მრჩეველთა საბჭო
- კერძო სექტორის ჩართულობის სტრატეგია
- ინოვაციების ფონდი
- მოსწავლეთა სტაჟირება
- მეწარმეების შეხვედრები მოსწავლეებთან
- სკოლა-ბიზნეს ფორუმები
- მოსწავლეთა ვიზიტები კომპანიებში
სამიზნე ჯგუფი:
სამეგრელო ზემო სვანეთის პროგრამის პარტნიორი 74 საჯარო სკოლის მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწვლეები, ამავე სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები და დირექტორები;
ასევე იხილეთ კატეგორიაში: მიმდინარე პროექტები
ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება
ერთად მშვიდობისათვის-სამხრეთ კავკასიაში
GREEN - "გლობალური მედეგობისა და გარემოსდაცვითი შესაძლებლობების განვითარება"