პროექტი:
ერთად მშვიდობისათვის-სამხრეთ კავკასიაში.
პროექტი მხარდაჭერილია ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ifa (@Institut für Auslandsbeziehungen eV) Zivik Funding Program-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს Act for Transformation's კავკასიის ოფისი, ასოციაცია ათინათი, სომხური პროგრესული ახალგაზრდობა და Sağlam Düşüncə Gəncləşkıtır.
პროექტის მიზანი:
პრაქტიკული, არაფორმალური, საგანმანათლებლო მეთოდოლოგია “Fairtogether” ხელს უწყობს პროსოციალური, გუნდური მუშაობისა და ინტერკულტურული უნარების განვითარებას, ძალადობისა და არაძალადობის უფრო ღრმა გაგებასა და ინტერპერსონალური კონფლიქტების არაძალადობრივი გზით გადაჭრის სტრატეგიების მოძიებას.
იგი ჩამოაყალიბა ორგანიზაციამ “Act for Transformation”, ადაპტირებულია პარტნიორებთან ერთად სამხრეთ კავკასიის კონტექსტში და ეფუძნება ძალადობის ალტერნატივების პროექტის სავარჯიშოებს (AVP)
პროექტის აქტივობები:
• ვოქრშოფები ახალგაზრდებისათვის;
• ვორქშოფები პედაგოგებისათვის;
• საზაფხულო ბანაკი;
• მშვიდობიანი დიალოგის პლატფორმა;
“Fairtogether” მოიცავს ინტერაქტიულ პედაგოგიურ სავარჯიშოებს, დისკუსიებს, შედეგებზე დაკვირვებასა და გამოცდილების გაზიარებას.
მნიშვნელოვანი თემები:
• პოზიტიური მიმღებლობა;
• ეფექტური კომუნიკაცია;
• კოოპერაცია და ჯგუფში მუშაობის უნარი;
• კონფლიქტების ძალადობის გარეშემოგვარება;
• ტოლერანტობა და მრავალფეროვნება;
• სამოქალაქო გამბედაობა (სიმამაცე);
ასევე იხილეთ კატეგორიაში: მიმდინარე პროექტები
USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება
GREEN - "გლობალური მედეგობისა და გარემოსდაცვითი შესაძლებლობების განვითარება"