სოციალური მეწარმეობა და გაძლიერებული, განვითარებაზე დაფუძნებული უნარები -SEEDS - საქართველოში და უკრაინაში

პროექტი:

"სოციალური მეწარმეობა და გაძლიერებული, განვითარებაზე დაფუძნებული უნარები -SEEDS - საქართველოში და უკრაინაში“
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მიერ, ტალინის უნივერსიტეტთან (TLU), ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან (YIC), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), ასოციაცია „ათინათთან“ და მარიუპოლის ახალგაზრდულ კავშირთან (MYU) მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტის მიმდინარეობა:  2024 - 2025წწ.

პროექტის მიზანი:

სოციალური მეწარმეობის განვითარება, რათა სისტემურად მოხდეს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ჩართვის და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინაში, სახელმწიფო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინტეგრირებული რეაგირების ჩარჩოში, მწვანე და გაციფრულებული დღის წესრიგის შესაბამისად.

პროგრამის კომპონენტები:

•    სამიზნე 6 საჯარო სკოლაში კარიერის დაგეგმვის კლუბების შექმნა
•    TOT სამიზნე სკოლების 12 ლიდერი მასწავლებლისთვის
•    ტრენინგები და კონსულტაციები სამიზნე სკოლებში
•    ფსიქოლოგიური კონსულტაციები მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის
•    მოსწავლეების შეხვედრა საინტერესო დაწარმატებულ ადამიანებთან
•    სასწავლო ვიზიტების ორგანიზება სხვადასხვა კომპანიებში
•    წიგნის "ციფრული ფინანსების" თარგმნა
•    რადიო გადაცემები

 სამიზნე ჯგუფი:

  • სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში: ზუგდიდის #7, #8 და #9 საჯარო სკოლა, ფოთის #11 საჯარო სკოლა.
  • ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლა
  • კასპის მუნიციპალიტეტში არსებულ ბესიკ ნიპარიშვილის სახელობის კასპის სკოლა-გიმნაზია