ვექტორი უკეთესი მომავლისკენ

პროექტი:

ვექტორი უკეთესი მომავლისკენ

პროექტი დაფინანსებულია “საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”-ს მიერ.

პროექტის მიმდინარეობა-2024-2025

პროექტის მიზანი:

სამეგრელოს სოფლებში, მ.შ. აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე თემებში მცხოვრებ მოქალაქეებში ევროკავშირზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ინფორმირებულობის  გაზრდა; მათ ნაწილში ევროპის და ევროინტეგრაციის მიმართ არსებული უარყოფით დამოკიდებულების  შეცვლა პოზიტიურით,  ევროკავშირისადმი ნდობის ამაღლება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ მოქალაქეთა რაოდენობის გაზრდა და  მოქალაქეების ჩართულობის ამაღლება ევროინტეგრაციის პროცესებში.

პროექტის აქტივობები:

•    რადიო გადაცემა „რატომ ევროკავშირი“

25  წუთიანი გადაცემა  რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში თვეში 2-ჯერ. მოწვეული პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები ისაუბრებენ ევროკავშირზე, საქართველოს ევროინტეგრაციის დადებით მხარეებზე; პოზიტივზე, რაც შეიძლება მიიღოს საქართველომ და თითოეულმა მოქალაქემ.

•    მულტიმედია სტატიები და მოკლე ვიდეოები.

თვეში ერთხელ მომზადდება მულტიმედია სტატიები ან მოკლე ვიდეო ადგილობრივი ახალგაზრდების წარმატების ისტორიებზე, რომლებმაც განათლება მიიღეს ევროპისა და აშშ-ში, ან მონაწილეობდნენ გაცვლით პროგრამებში. ისინი ისაუბრებენ საერთაშორისო განათლების მნიშვნელობაზე; პოზიტიურ ზეგავლენაზე, მათ პროფესიულ მიღწევებზე; 

•    ინტერვიუები.

რადიოში თვეში ერთხელ გავა 20წუთიან ინტერვიუ იმ ორგანიზაციებისა და პროგრამების წარმომადგენლებთან, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდების განათლებას და დასაქმებას ევროპასა და აშშ-ში (საელჩოები, ამერიკული საბჭოები, ბრიტანეთის საბჭო, Erasmus+, EducationUSA ა.შ.). მსმენელებს შეეძლებათ ელ.ფოსტით გამოაგზავნონ შეკითხვები ან ჩაერთონ ტელეფონით პირდაპირ ეთერში. 

ასევე იხილეთ კატეგორიაში: მიმდინარე პროექტები

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის (2021-2025)

USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება

ერთიანობა მრავალფეროვნებაშია

სოციალური მეწარმეობა და გაძლიერებული, განვითარებაზე დაფუძნებული უნარები -SEEDS - საქართველოში და უკრაინაში

ერთად მშვიდობისათვის-სამხრეთ კავკასიაში

„ახალგაზრდები სწავლობენ და ცხოვრობენ ევროპული ღირებულებებით ვირტუალური გაცვლებითა და თამაშებით“ EUTEAM

GREEN - "გლობალური მედეგობისა და გარემოსდაცვითი შესაძლებლობების განვითარება"