პროექტი:
“უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმის მიერ: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი (აპლიკანტი), ასოციაცია „ათინათი“, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, დემოკრატიის ინსტიტუტი.
პროექტის მიზანი:
საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესება სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში.
პროექტის ამოცანები:
#1: პროექტის სამიზნე მოწყვლადი ჯგუფის წევრთა, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელთა და საკონსულტაციო ორგანიზაციებისთვის ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების განხორციელება
#2: ადგილობრივი ეკონომიკის სექტორში დასაქმების შესაძლებლობების შექმნა არსებული ბიზნესის გაძლიერებისა და სტარტაპების დაფინანსების გზით
#3: საჭირო უნარ-ჩვევებისა და საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტიზაცია პროექტის ფარგლებში დაარსებული ბიზნესკლასტერების გაძლიერებითა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით.
პროექტის სამიზნე რეგიონები: გურია, აჭარა და სამეგრელო
სამიზნე ჯგუფი:
ახალგაზრდები, რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება
განათლების მიღმა მყოფი ახალგაზრდები
ქალები - ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომნი
დაბალშემოსავლიანი ოჯახები
სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში პროექტის სამიზნე რეგიონებში გამოვლენილ პრიორიტეტულ სფეროებსა და დარგებს
ადგილობრივი ბიზნესსუბიექტები
ადგილობრივი თვითმმართველობა
საკონსულტაციო ორგანიზაციები
საქმიანობები:
ამოცანა #1:
დასაქმების ბაზრის საჭიროებების კვლევა, მათ შორის ეკონომიკური სექტორის ზრდის პოტენციალის გათვალისწინებით
სამიზნე ჯგუფების განათლებისა და შესაძლებლობების გაზრდის კომპონენტი:
ქოუჩინგის პროგრამის განხორციელება
დუალური განათლების (WBL) პროგრამების დანერგვა სამივე რეგიონში
არაფორმალური განათლების პროგრამები
სტაჟირება
რეგიონალური ფორუმი გამოცდილების გაზიარებისა და დასაქმების მზარდი შესაძლებლობებისათვის
ამოცანა #2:
ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება
სტრატეგიული გრანტების პროგრამა მოქმედი ბიზნესებისთვის - თითოეულ რეგიონში დაფინანსდება მინიმუმ ორი ორგანიზაცია (2500-6000 ევრო).
სამეწარმეო უნარების სასწავლო პროგრამა მოწყვლადი ჯგუფებისათვის, მათი ბიზნეს-ინიციატივების მხარდაჭერა (თანხის ოდენობა 500-5000 ევრო), თითოეულ რეგიონში დაფინანსდება სულ მცირე 15 ბენეფიციარი.
საზაფხულო სკოლა სტუდენტებისათვის - დაინტერესებულნი სოფლის ეკონომიკური განვითარებით - 30 მონაწილე;
ქვე-გრანტების პროგრამა საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულთათვის -სულ მცირე ორი ქვე-გრანტი თითოეულ რეგიონში (250-2000 ევრო)
ამოცანა #3:
ბიზნეს-კლასტერის დაარსება და გაძლიერება
კლასტერებისთვის სტრატეგიული გეგმების მომზადება
კლასტერის წევრთა სასწავლო ვიზიტი გერმანიაში
კლასტერის პირველი საქმიანობების მხარდაჭერა
სოციალური საწარმოს დაარსება თითოეულ რეგიონში (სულ სამი საწარმო)