პროექტი:
,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“. დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მიერ. პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ისა და გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-მიერ.
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2013-2021 წლები.
პარტნიორი ორგანიზაცია: ასოციაცია „ათინათი“
სამიზნე რეგიონი: სამეგრელო
პროექტის მიზანი:
კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ახალგაზრდების ჩართულობის გზით სოციალური ინტეგრაციის გაზრდა და ნდობის აღდგენა.
სამიზნე ჯგუფი:
• კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდები.
• სკოლის დირექცია და პედაგოგები.
• მშობლები;
• ადგილობრივი თემი.
საქმიანობები ამოცანების მიხედვით
ამოცანა#1:
ახალგაზრდული კლუბის წევრებს აქვთ ინფორმაცია მასპინძელი ორგანიზაციის მისიის, მიზნებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ. გაუმჯობესებული აქვთ ეფექტური კომუნიკაციის, გუნდურად მუშაობის, ღონისძიებების ორგანიზების უნარ-ჩვევები და აქვთ გამოცდილება სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, საკუთარი თავისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების შესახებ.
სტაჟირების პროგრამები სხვადასხვა სახის სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებში;
ამოცანა #2:
ახალგაზრდული კლუბის წევრები არიან ღია, მოტივირებულნი და მოწადინებულნი გაიგონ მეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სამოქალაქო განათლების, ინგლისური ენის, ეკოლოგიური განათლებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. კლუბის ლიდერების მასწავლებლებმა გააუმჯობესეს უნარები და ცოდნა კლუბების წარმართვის, კლუბის ინიციატივებისა და მცირე საგრანტო პროექტების კოორდინაციის მიმართულებით.
• საინტერესო სტუმრებთან შეხვედრა;
• სასწავლო ვიზიტები;
• ფოტო და ესეების კონკურსი;
• საკლუბო ინიციატივები;
• გაცვლითი ვიზიტები სკოლებს შორის;
• რადიო-გადაცემები;
• კოლეგათაშორისი დიალოგი და ინტერვიზია პედაგოგებისათვის;
ამოცანა #3:
პროექტში ჩართული ახალგაზრდები აცნობიერებენ და აქვთ ცოდნა შემდეგი მიმართულების თემებზე: ეფექტური კომუნიკაცია, პოზიტიური აზროვნება, ემოციური ინტელექტი, დროის მენეჯმენტი, კონფლიქტის მართვა, პერსონალური ბრენდინგი და გენდერული თანასწორობა.
• ახალგაზრდული კლუბის წევრებს უტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა მიმართულების თემებზე;
ასევე იხილეთ კატეგორიაში: განხორციელებული პროექტები
უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის
ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა"