„ათინათი“ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025). აღნიშნული პროექტის მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
აღნიშნულ პროექტში დაგეგმილი საქმიანობების ეფექტიანობისა და მდგრადობის უზრუნველყოფის, ასევე, გამოცდილების გაზიარებისა და რეგიონული ქსელების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს 10 რეგიონში, საქმიანობას განაგრძობენ რეგიონული ჰაბები (რომელიც პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE, 2017-2020) ფარგლებში შეიქმნა). სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ჰაბს 2017 წლიდან „ათინათი“ წარმოადგენს.
კონსორციუმის პროექტით გათვალისწინებული აქტივობების მხარდაჭერის გარდა, რეგიონული ჰაბი უწევს ინდივიდუალურ მენტორობას და სატელეფონო კონსულტაციას დამწყებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს; ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს Job Shadowing-ების გზით; ახორციელებს ონლაინ სასწავლო ვიზიტებს ქართულ და ევროპის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში; აწყობს დისკუსიებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე; მხარს უჭერს ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ნერგავს მულტისექტორულ თანამშრომლობით პრაქტიკას და უწევს მას პოპილარიზებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში; მხარს უჭერს ახალ დაარსებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ხელს უწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას; ამზადებს რადიო გადაცემებს აქტუალურ სამოქალაქო თემებზე, და აშუქებს რადიო „ათინათის“ ეთერით; ეწევა მოხალისეობის ინსტიტუტის პოპულარიზებას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, და სხვა.
პროექტის და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ელ.ფოსტა: office@atinati.org; rodonaiaivetta@gmail.com