პროგრამა:
USAID პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია", რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. სამეგრელოში პროგრამის პარტნიორია “ათინათი”
პროგრამის მიმდინარეობა: 2022-2027 წწ.
მიზანი:
● პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თანხვედრაში მყოფი უნარებისა და კომპეტენციების განვითარება და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება;
● ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში;
● ახალგაზრდების საკვანძო კომპეტენციების და სასიცოცხლო უნარების განვითარება;
● ახალგაზრდებში ტოლერანტობის, ინკლუზიურობისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და დასავლური ღირებულებების და ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროგრამის კომპონენტები:
● ქვე-კლუბები
● მცირე გრანტები
● რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამები
სამიზნე ჯგუფი:
● 14-29 წლის მოზარდები და ახალგაზრდები.