სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა (CSSIGE)

პროექტი:

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE)  დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან  (CSRDG)  და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 10 რეგიონული ჰაბი. ასოციაცია „ათინათი“ წარმოადგენს  ჰაბს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონულ დონეზე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების ეფექტიანობას და მდგრადობას, ასევე, გამოცდილების გაზიარებასა  და რეგიონული ქსელების ხელშეწყობას.

პროექტის მიზანია:

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოება.

 პროექტის ამოცანები:

•    კონსორციუმის მიერ პროექტით დაგეგმილი და ჩატარებული საქმიანობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში;
•    ადგილობრივ აქტორებთან (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები, თვითმმართველობა, ბიზნესი, მედია) კომუნიკაციის ხელშეწყობა, სხვადასხვა სახის კონსულტაციები, ქსელურ მუშაობა, ადვოკატირება და მონიტორინგი;
•    სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანიებში მონაწილეობა (ფორუმები, კონკურსები, და ა.შ). 
•    ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებისაკენ მიმართული საქმიანობების განხორციელება, მათ შორის ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარება.
სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ამოცანები:
•    ინფორმაციის გავრცელება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების, პროექტების, ტრენინგების, საგანმანათლებლო კურსებისა და  სასარგებლო სერვისების შესახებ.
•    კონსულტაციების გაწევა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებთან, საგრანტო განაცხადების შედგენის საკითხებთან დაკავშირებით.
•    ინფორმაციის (ქართულ/ინგლისურ ენებზე) მიწოდება რეგიონში მოქმედი არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების  და სათემო კავშირების შესახებ, მუნიციპალიტეტების მიხედვით რეგიონის მაცხოვრებლებისთვის, სახელისუფლო სტრუქტურებისთვის, რეგიონში მუშაობით დაინტერესებულ  ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, 
•    რეგიონული ჰაბი ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორის, მათ შორის მულტისექტორული თანამშრომლობის განვითარებას, მხარს უჭერს ნ ინიციატივებს, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლების გამყარებაზე. ორგანიზებას უწევს და ატარებს რეგიონული დისკუსიებს, ტრენინგებს, სემინარებს, საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ კამპანიებს
•    მოსახლეობაში მოხალისეობრივი  პრინციპების პოპულარიზაცია, სამუშაო შეხვედრები  ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის “დროის ბანკის” შესახებ (https://edec.timerepublik.com/)

სამიზნე ჯგუფი:

•    რეგისტრირებული  CSO და CBO
•    საინიციატივო ჯგუფები
•    მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
•    ბიზნესი
•    მედია
•    ახალგაზრდები/მოზარდები
•    მოხალისეები

საინფორმაციო მხარდაჭერა:

ფეისბუქ გვერდი - http://bit.ly/2YUNFmO
რადიო „ათინათი“
 

კონტაქტები:

ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 94
ივეტა როდონაია- rodonaiaivetta@gmail.com  /ტელ: (+995) 571 47 00 74 – 
თამარ გამსახურდია - tamunagamsakhurdia@gmail.com / tamuna@atinati.org /ტელ:(+995) 571 05 10 59  
მაკა კორკელია - korkeliamaka@gmail.com  /ტელ: (+995) 599 51 51 43