პროექტი:
„ახალგაზრდები სწავლობენ და ცხოვრობენ ევროპული ღირებულებებით ვირტუალური გაცვლებითა და თამაშებით“ EUTEAM
ხანგრძლივობა: 36 თვე
ბიუჯეტი: 99 840 ევრო
განმცხადებელი ორგანიზაცია: ASOCIATIA CENTRUL ROMAN DE POLITICI EUROPENE, რუმინეთი
პარტნიორები:
ასოციაცია ათინათი, საქართველო
ADEL SLOVAKIA, სლოვაკეთი
ASOCIATIA OBSTEASCA CENTRUL DE INFORMARE SI RESURSE PRO BONO, მოლდოვა
პროექტის მიზანი:
საქართველოს, მოლდოვის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ახალგაზრდების განათლება, მათი ისპირაცია და ჩართვა ისეთ საკითხებში, როგორიცაა აქტიური ევროპული მოქალაქეობის
ხელშეწყობა, მათ თემებში მრავალფეროვნებისა და ინტერკულტურალიზმის პოპულარიზაცია, მედია წიგნიერება და კრიტიკული აზროვნება ვირტუალური გაცვლების, ონლაინ თამაშების, დისკუსიებისა და როლური თამაშების გამოყენებით.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
შემოთავაზებული აქტივობები ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთონ სრულ საპროექტო ციკლში, რომელსაც თან ახლავს მენტორობის სესიები, ქვეყნებს შორის გაცვლითი
პროგრამები და თანამშრომლობის მექანიზმები, რითაც გაიზრდება მათი სამოქალაქო ჩართულობა, გავრცელდება ევროკავშირის ღირებულებები და ისინი უფრო მეტად
გააცნობიერებენ თავიანთ როლს საზოგადოებაში.
ასევე პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან ახალგაზრდა მუშაკები, მასწავლებლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები, რომლებიც ინტერაქტიული
საგანმანათლებლო პაკეტის დანერგვაში მიიღებენ მონაწილეობას და თავიანთ ახალგაზრდულ ჯგუფებთან ერთად განახორციელებენ ინიციატივებს.
პროექტის მონაწილე იქნება 2300-ზე მეტი ახალგაზრდა (ძირითადად მცირე ურბანული დასახლებებიდან და სოფლის თემებიდან ), რომლებიც აღიჭურვებიან სხვადასხვა
ინტერაქტიული რესურსებითა და ციფრული ინსტრუმენტებით, ისინი მონაწილეობას მიიღებენ პროექტში მონაწილექვეყნებს შორის გაცვლით ღონისძიებებში და გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებენ ერთმანეთს სულ მცირე 200 მასწავლებელი და ახალგაზრდა მუშაკი ისარგებლებს ტრენინგებითა და საგანმანათლებლო რესურსების პაკეტით, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება.